უცხოეთი
გერმანული ოპოზიციის ლიდერმა რუსეთთან კავშირის შექმნისა და ნატოს დაშლისკენ მოუწოდა

  საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. გფრ–ის საპარლამენტო ფრაქცია მემარცხენეთა პარტიის ლიდერმა სარა ვაგენკნეხტმა მხარი დაუჭირა აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპის პოზიციას, რომელმაც ნატოს მოძველებული ორგანიზაცია უწოდა.

  „ნატო უნდა დაიშალოს და ჩანაცვლდეს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემით, რომლის შემადგენლობაში იქნება რუსეთი“, – განაცხადა ვაგენკნეხტმა მედიაჯგუფი Funke-ს გამოცემებთან ინტერვიუში.

  ამასთან, გერმანული ოპოზიციის ლიდერმა დასძინა, რომ ტრამპის შენიშვნები ფარდას ხდის გერმანიის ფედერალური მთავრობის შეცდომებსა და მარცხს.