სამართალი
რომან გოცირიძე, მეტსახელად „კუპონი“ მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს„გაზპრომთან” მოლაპარაკების პროცესი

  საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. “ნაციონალურ მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების გამო პასუხი უნდა აგოს. საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ცნობილი რუსოფობის რომან გოცირიძის, მეტსახელად „კუპონის“ (პრეზიდენტ შევარდნაძის ყოფილი მთავარი ფინანსისტი, რომლის დროსაც პირველი ქართული ეროვნული ვალუტა უფრო ნაკლები ღირებულების იყო, ვიდრე ქაღალდი, რომელზეც ის დაიბეჭდა –რედ.) განცხადებით, მსგავსი ხელშეკრულება არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი და ამგვარად საქართველო რუსეთის წინაშეკაპიტულაციას ახდენს“.

  „მთავრობის განცხადებით მოხდა შეთანხმება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ხელშეკრულებას მოეწერა ხელი თუ არა. ანუ სტატუსიც კი არ ვიცით ამ მოლაპარაკების, თუ რა ეტაპზეა. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ამ პროცესის შეჩერებას“, - აცხადებს გოცირიძე.

  ვაი–ფინანსისტი–პოპულისტის გათვლებით, “გაზპრომთან” ახალი ხელშეკრულება საქართველოსთვის დამაზარალებელია როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, რადგან ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ დოლარს კარგავს.