უცხოეთი
რუსეთის და თურქეთის ერთობლივი ავიაიერიშები სირიის ტერიტორიაზე

  საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. სირიის ტერიტორიაზე რუსეთმა და თურქეთმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ პირველი ერთობლივი ავიაიერიშები განახორციელეს.

  სწორედ ეს ორი ქვეყანაა სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზატორი, რომელიც 23 იანვარს ყაზახეთში გაიმართება.

  ავიადარტყმები ტერორისტების ობიექტებზე 9 რუსულმა და 8 თურქულმა მოიერიშემ განახორციელა.

  რუსეთი და თურქეთი სირიის კონფლიქტში სხვადასხვა მხარეს დგანან.