პუბლიკაციები
"გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ!" - კახი კალაძე

  "გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები ძველი ინერციით მოქმედებენ და დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ!", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

  მისი თქმით, მთავრობამ „გაზპრომთან“ მიმართებაში რაციონალური ნაბიჯები გადადგა. ქვეყანაში მიმდინარე დინამიური და პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები ძველი ინერციით მოქმედებენ და საკუთარი უსარგებლობის გადასაფარად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს იყენებენ და დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ. წესით დღეს ბრიფინგს არ უნდა ვატარებდე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობამ რაციონალური და სწორი ნაბიჯები გადადგაგაზპრომთანმიმართებაში. არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ჯგუფებისთვის, არამედ ჩვენი მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო ამ მოლაპარაკებების შედეგი. ამ მოლაპარაკებებით ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგოდამოუკიდებლობის იგივე ხარისხი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია რეგიონში და სტაბილური განვითარება, შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა, სწორედ ესაა ფაქტი, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენ ეს მოსახლეობას პირველივე დღეს ვაცნობეთ და ამაზე პოპულისტური ქულების დაწერა ისტერიისა და პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილია”, - განაცხადა კახა კალაძემ. 
  მინისტრის მტკიცებით, შეთანხმების შესახებ სრული ინფორმაცია გავრცელდა მედიის საშუალებით, შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, გაიმართა შეხვედრები ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან. 
ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს ცალკეული პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების მათთან ასოცირებუილი ორგანიზაციების საზოგადოებისგან გამიჯვნა და მათთვის განმარტებების გაკეთება. ეს არ არის ახალი, თუ როგორ იყენებენ მსგავს თემებს და ამით რისკის ქვეშ აყენებენ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

  მინისტრის თქმით, ნებისმიერ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მიიქციონ ყურადღება, დაიწერონ პოლიტიკური ქულები, ან მიიღონ ბენეფიტები, მსგავსი პოპულისტური განცხადებებით.კალაძე მიმართავს ყველა იმ პირს, ვინც ამ თემაზე აჟიოტაჟი ატეხა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრება შესაძლებელია სასარგებლო საქმეებითაც. პოლიტიკური პოპულიზმის დრო წარსულს ჩაბარდა. თუ მოსახლეობის ნდობის და გვერდით დგომის მოპოვება გსურთ, ეს სხვა გზით უნდა გააკეთოთ და არა დესტრუქციული, აბსურდული ქმედებებით. იმედს ვიტოვებ, ეს ხარვეზი ისევ მოსახლეობის ჯანსაღი პოზიციით გამოსწორდება. ჩვენს გუნდს ძალიან კარგად აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა ქვეყნის შიგნით და მის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც არ ყვება პოპულიზმს და გათვლილ, ქვეყნისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებს, პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებით”, - აღნიშნა კალაძემ.