საზოგადოება
კახა კალაძე: "გაზპრომთან" მივაღწიეთ მაქსიმუმს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით

  საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განმარტებით, 2017 წელს "გაზპრომთან" გაფორმებული ორწლიანი ხელშეკრულება არის მოკლევადიანი. პირველ წელს ქვეყანა გატარების საფასურს ნედლეულის სახით მიიღებს, ხოლო მეორე წელს - ფინანსურით.

  „ამ სიტუაციაში ეს იყო სწორი რაციონალური გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ამ კონკრეტულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში.

  ეს იყო რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებები. ბოლო შეხვედრაზე მივაღწიეთ შეთანხმებას. ახალი ხელშეკრულება, რომელიც იქნა გაფორმებული იმ არსებული რეალობიდან გამომდინარე, არის მაქსიმალური შედეგი პოლიტიკური  და ეკონომიკური თვალსაზრისით.

  მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ენერგოდამოკიდებულება არ გაზრდილა. ვინარჩუნებთ სატრანზიტო ფუნქციას, შეიცვალა მხოლოდ და მხოლოდ გადახდის ფორმა.

  თუ ქვეყანას ექნება იმის აუცილებლობა და საჭიროება, რომ შიდა მოხმარებისთვის წამოიღოს დამატებითი მოცულობები, აქაც ჩვენ 30$-ით ნაკლები ფასი მივიღეთ შარშანდელთან შედარებით, 215-ის ნაცვლად, 185 დოლარად გვექნება შესაძლებლობა, წამოვიღოთ ბუნებრივი აირი", - განაცხადა კალაძემ.