სამართალი
გერმანიის პოლიციამ საქსონიის რეგიონში ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

  საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. გერმანიის პოლიციამ საქსონიის რეგიონში ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, სულ 10 ადამიანი. მათ ძარცვაში ედებათ ბრალი.

  სამართალდამცველებმა დრეზდენსა და ლაიფციგში 30-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.

  დაკავებულები დევნილის სტატუსით იმყოფებოდნენ და ძირითადად სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებს ძარცვავდნენ. მათი საცხოვრებლების ჩხრეკისას ამოღებულია ნაქურდალი სასმელი, თამბაქო, ბავშვთა კვების პროდუქტები და კოსმეტიკა.