სამართალი
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 73-ე შეხვედრა გაიმართა

  საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ის ინციდენტები განიხილეს, რომლებიც პოტენციურად საფრთხეს უქმნის ადგილზე მშვიდობასა და სტაბილურობას.

  შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხს. საუბარი შეეხო, ასევე, იმ პრობლემებს, რომლებსაც საოკუპაციო ხაზზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკანონოდ დამონტაჟებული მავთულხლართები, ღობეები და სხვა ხელოვნური ბარიერები კვლავაც ქმნის.

  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 3 თებერვალს გაიმართება.