აქტუალური
კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას მერობის კანდიდატად მისი შესაძლო დასახელების შესახებ

  საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. ვიცე-პრემიერი კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ის დედაქალაქის მერი გახდეს.

  ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ამ საკითხზე მმართველ გუნდში ჯერ არ უმსჯელიათ.

  „ძალიან ბევრი საქმე გვაქვს არჩევნებამდე გასაკეთებელი და როცა ამის დრო დადგება, რა თქმა უნდა, გაჟღერებული და წარმოდგენილი იქნება კანდიდატი, ვინც იქნება კანდიდატი“, - განაცხადა კახა კალაძემ.