აქტუალური
საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღა - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტებებს აკეთებს

  საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის თქმით, ცვლილებები თებერვლიდან დაიწყება და ახალი კონტრაქტი გაფორმდება მხოლოდ იმ კლინიკებთან, რომლებიც სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

 „ძალიან ბევრი კლინიკა გამოყოფილ რესურსებს ხარჯავს არაპირდაპირი ხარჯების ასანაზღაურებლად. ეს ნიშნავს იმას, რომ თანხების დიდი ნაწილი არ მიდის პაციენტის მომსახურებისთვის და სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი კლინიკების შერჩევისას“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

  „ვიცნობთ არსებულ სიტუაციას, გვაქვს მონიშნული კრიტიკული წერტილები, მაგრამ სწორედ იმიტომ არ გაჟღერდა ამ კლინიკების დასახელება, რომ ყველა კლინიკას აქვს საშუალება, გარკვეული დასკვნები გამოიტანოს არსებული სიტუაციიდან და შესაბამისი კორექტივები შეიტანოს თავის საქმიანობაში“, - აღნიშნა სოფრომაძემ.