სამართალი
NDI: ძალადობა საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში

  საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. NDI კვლევის მეორე, პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს, რომელშიც საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდზეც არის საუბარი.

  გამოკითხულთა 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ  2012 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს უფრო მეტი ძალადობა იყო, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. რესპონდენტების 11%-ს კი მიაჩნია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ორივე პერიოდში ერთნაირი იყო.

  NDI-ს მიერ გამოკითხულთა მხოლოდ 12 % მიიჩნევს, რომ ძალადობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს უფრო მეტი იყო, ვიდრე 2012 წლის არჩევნების დროს. 46%-ს კი მიაჩნია, რომ არც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და არც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

  შეკითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ რესპონდენტების მხოლოდ 13%-მა დააფიქსირა.

  კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით),  წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3 ათას 141 პირის პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. კვლევის შედეგების ცდომილება 1.8 %-ია.