აქტუალური
“გაზპრომმა” უკრაინას 5.3 მილიარდი დოლარის ანგარიში წარუდგინა

   საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. “გაზპრომმა” “ნაფტოგაზ უკრაინას” 2016 წლისთვის 5,3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ანგარიში წარუდგინა “აიღე ან გადაიხადე” პრინციპით დაკონტრაქტებული გაზის მიუღებლობისთვის. უკრაინული მხარე ვალდებულია, ის 10 დღის განმავლობაში გადაიხადოს. იმ შემთხვევაში, თუ ეს თანხა სტოკჰოლმის არბიტრაჟში ადრე გაცხადებულ მოთხოვნებს დაემატება, მიწოდების შესახებ კონტრაქტის შესრულებაზე სარჩელის მიხედვით მოთხოვნათა ჯამი 37 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, რაც “გაზპრომის” კაპიტალიზაციის (61 მილიარდი დოლარი) ნახევარზე მეტს შეადგენს.