პოლიტიკა
სტიუარდესა, სახელად ნინო –"ნაციონალურმა მოძრაობამ" 20 იანვრის ყრილობისთვის 7 ათასი დელეგატი შეარჩია

  საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. დელეგატები შეირჩნენ რაიონული და საქალაქო ორგანიზაციებიდან. ყრილობას დაესწრებიან მიწვეული სტუმრებიც.

  20 იანვარს სპორტის სასახლეში ახალ პოლიტსაბჭოს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ.

  "დელეგატების შერჩევა დასრულებულია, ამ წუთისთვის 7 ათას 136 დელეგატია რეგისტრირებული“, - განაცხადა მიშას ერთგულმა მეგობარმა ნინო კალანდაძემ (ყოფილმა სტიუარდესამ, რომელიც თვითმფრინავში ისე მოეწონა სააკაშვილს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნა...).