საზოგადოება
NDI-ს კვლევა - საზოგადოების განწყობა და პოლიტიკური შეფასებები

  საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა არჩევნების შემდეგ პირველი კვლევის შედეგების ნაწილი გამოაქვეყნა.

  გამოკითხულთა სრული უმრავლესობა მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს, რასაც ინფლაცია, სიღარიბე, პენსიები და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მოჰყვება.

  მმართველი გუნდისთვის ამ გამოკითხვის შედეგები მისაღები არ არის და ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშს უნდობლობას უცხადებს. ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გეგმა ხელისუფლებას არ გააჩნია და მეტიც, ამ სირთულეების შექმნას თვითონ უწყობს ხელს.

  NDI-ს ანგარიშის მიხედვით, სტაბილურად დიდია ევროკავშირთან ინტეგრაციის მხარდამჭერთა რიცხვი და 72% შეადგენს, 61%-მდე შემცირდა ნატო-ში ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა. ცალსახად პროდასავლური საგარეო პოლიტიკის მომხრე კი მხოლოდ 12%-ია. კვლევის ავტორები მიუთითებენ იმაზეც, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერთა შორის “ნაციონალური მოძრაობის” მომხრე შედარებით მეტია სხვა პარტიების, მათ შორის “ქართული ოცნების” მომხრეებზე.

  კვლევის შედეგების ცდომილება +/-1.8 %-ია.