საზოგადოება
გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI

  საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. NDI-ს კვლევის ახალი შედეგები: კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო - გამოკითხულთა უმეტესობა - 36% პასუხობს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება. ეს მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში იზრდება.

  32% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორად ვითარდება, 27% კი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

  შეგახსენებთ, რომ გამოკითხვა მოიცავდა 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე პერიოდს.