სამართალი
საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი მ.ვ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კალაშნიკოვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატი და მჭიდი ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.