სამართალი
საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსკოვის მიმართ დასავლეთის სანქციების შემსუბუქების შესახებ მოლაპარაკების ფარგლებში რუსეთთან ბირთვული გარიგების დადების მომხრეა. ამის შესახებ მან გაზეთებთან Times და Bild ინტერვიუებში განაცხადა. “მათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს - მოდით, ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა რუსეთთან რაიმე კარგი გარიგებების დადება, - თქვა ტრამპმა, - ვფიქრობ, იმით დავიწყოთ, რომ ბირთვული იარაღი საგრძნობლად უნდა შემცირდეს”.
“ახლა რუსეთი სანქციების გამო ძალიან ზარალდება, მაგრამ ვფიქრობ, შეიძლება, რამე გამოგვივიდეს, რათა ბევრი აღმოჩნდეს მოგებული, - ხაზი გაუსვა ტრამპმა, - ადამიანები უნდა შეთანხმდნენ და გააკეთონ ის, რაც უნდა გააკეთონ, რათა სამართლიანად მოიქცნენ!”.