სამართალი
გურამ გოგიჩაიშვილი გორში ნინო ბურჯანაძის ოფისის ეზოში მოკლეს

  საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. გორში გავლენიანი გოგიჩაიშვილების ოჯახის წევრი, ბიზნესმენ ბორია გოგიჩაიშვილის ძმა გურამ გოგიჩაიშვილი ნინო ბურჯანაძის პარტიის ოფისის ეზოში საკონტროლო გასროლით მოკლეს. მას რამდენიმე ტყვია მუცელშიც აქვს მოხვედრილი.

 შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის პარტიის ერთ-ერთ წევრთან ნუკრი ჯალაბაძესთან სტუმრად იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, მას უცნობი პირი თავს დაესხა, გოგიჩაიშვილი ეზოში გაიქცა, სადაც მოკლეს.

 როგორც ცნობილია, მომხდარს მხოლოდ ბურჯანაძის პარტიის წევრი ნუკრი ჯალაბაძე შეესწრო. მასთან ერთად დაჰკითხეს კიდევ 3 პირი, რომლებიც მიმდებარე ტარიტორიაზე იმყოფებოდნენ.

 ჯერჯერობით თავდამსხმელის სავარაუდო ვინაობას ვერავინ ასახელებს. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.