უცხოეთი
ტრამპი პირობას დებს, რომ რუსი ჰაკერების საქმეს 90 დღეში გამოიძიებენ

  საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ რუსეთის კიბერთავდასხმების ბრალდებებზე სამ თვეში სპეციალურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ არსებული მასალები პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისა და არშემდგარი აგენტის მოგონილია.

 ბრიტანულმა მედიამ ტრამპის რუსული დოსიეს ავტორის კრისტოფერ სტილის პირველი ფოტო გაავრცელა. სწორედ მან მიაწოდა სპეცსამსახურებს ინფორმაცია, რომ არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ რუსეთი ვიდეო და აუდიო მასალების სახით კომპრომატებს ფლობს.

 დაზვერვა ჯერ ვერ ადასტურებს ეს მასალები მართალია თუ არა. თუმცა მიიჩნევს, რომ ყურადღებას საჭიროებს.