საზოგადოება
საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საფინანსო კომპანიების ახალი რეგულაციების შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა, რომ კანონში ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს.
”იმ კანონპროექტმა, რომელიც იქნა მიღებული, გაიარა ექსპერტიზა, რომელიც მას სჭირდება და არ ვფიქრობ, რომ რაიმე უნდა შეიცვალოს მასში. ვიმეორებ, კონსულტაციები შედგა, იყო შეხვედრები, თუკი რაიმე დამატებითი ტექნიკური ხასიათის განმარტება იქნება მისაცემი, ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამას აუცილებლად გააკეთებს”, - განაცხადა გვენეტაძემ.