საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთდა.
ამასწინანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც ბანკების, ონლაინ სესხებისა და მიკროსაფინანსო კომპანიების ახალ რეგულაციებს შეეხება, სახელმწიფოს მეთაური ხელს მოაწერს.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში მაია მიქელაძემ განმარტა, რომ არსებობს შენიშვნები, რომლებიც ადმინისტრაციას აქვს კანონპროექტთან მიმართებაში.
„ეს შენიშვნები გახლავთ: ამ რეგულაციების პირობებში დასაშვებია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა გარკვეული პროდუქტები გააუქმონ, რაც ნეგატიურად აისახება საფინანსო სექტორზე. ამასთანავე, დასაშვებია, რომ საპროცენტო განაკვეთმა ლარში გაცემულ სესხებზე აიწიოს მომავალში. გვაქვს კითხვები საქართველოს პარლამენტის მხრიდან ამ კანონპროექტის ასეთ დაჩქარებულ და ფორსირებულ რეჟიმში განხილვასა და მიღებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაია მიქელაძემ.