სამართალი
ეროვნული ბანკი მიცვალებულია - მეანაბრეებმა მდუმარე აქცია გამართეს

  საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. "ეროვნული ბანკი მიცვალებულია" - ამ სახელწოდებით ეროვნულ ბანკთან საფინანსო კომპანია „საქართველოს” დაზარალებულ მეანაბრეთა მდუმარე აქცია გაიმართა.

 აქციის მონაწილეები შენობასთან სამგლოვიარო გვირგვინით მივიდნენ, სამგლოვიარო მუსიკის თანხლებით.  აქციის მონაწილეების თქმით, ეროვნული ბანკი ხელს უწყობდა საფინანსო კომპანიის საქმიანობას წლების განმავლობაში, რის შედეგადაც დაზარალდა 2600-ზე მეტი მეანაბრე.

 “ჩვენ ვლაპარაკობთ კრედიტორებზე ამ შემთხვევაში და არა მეანაბრეებზე. ამასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ

 შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 30 იანვარს არის დანიშნული.