პოლიტიკა
Human Rights Watch-ის ანგარიშს იანოშ ჰერმანი ეხმაურება

  საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მსოფლიო ანგარიშს, სადაც საქართველოცაა განხილული, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი გამოეხმაურა.

 "რა რეაგირება ექნება ამ ანგარიშზე, ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, ჩვენ ვაკვირდებით და ვსწავლობთ სხვადასხვა ორგანიზაციის ანგარიშებს, მაგრამ ჩვენი პოზიცია ევროკავშირის ანგარიშებში გამოვხატეთ, მათ შორის, პროგრესთან დაკავშირებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასთან კონტექსტში. ჩვენი რაპორტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ, ყურადღებას ამახვილებს ყველა საკითხზე, ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განმტკიცება საქართველოში, ხაზს უსვამს მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის მნიშვნელობას“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.