პოლიტიკა
საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის (USIP) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან სტივენ ჰედლისთან, ბრუკინგსის ინსტიტუტის (Brookings Institution) პრეზიდენტთან სტრობ ტელბოტთან, ლუგარის ცენტრის (The Lugar Center) პრეზიდენტთან, სენატორ რიჩარდ ლუგართან და American Enterprise Institute-ის უფროს მკვლევართან ჯონ ბოლტონთან.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსადმი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს, უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილ ვითარებასა და საქართველოს მიერ რეფორმების გზაზე მიღწეულ პროგრესს.