საზოგადოება
ღამის კლუბში ქართველი მამაკაცების შეშვებასთან დაკავშირებით პრობლემებს მენეჯერები უარყოფენ

  საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. პრობლემებს ქართველი მამაკაცების ღამის კლუბში შეშვებასთან დაკავშირებით უარყოფენ ვარდების მოედანზე მდებარე გასართობი დაწესებულების მენეჯერები.

 პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ისინი ამბობენ, რომ მათ დაწესებულებებში არც პროსტიტუციის ფაქტები ფიქსირდება.

 მათი მტკიცებით, ღამის გასართობ კლუბებში ასაკობრივი შეზღუდვები მოქმედებს და ამის შემოწმება ძალოვან სტრუქტურებს არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებითაც შეუძლიათ.

 “ოდნავი ეჭვი თუ გახდება იმისა, რომ ადამიანი არის არასრულწლოვანი, სულერთია, იქნება ეს ბატონი, ქალბატონი, ქართველი თუ უცხოელი, არ არსებობს ერთი ფაქტიც ჩემი აქ მუშაობის პერიოდში, თითქმის ორი წელია აქ ვარ, რომ ვინმე ჩამოვიდეს“, -აცხადებს კლუბის მენეჯერი ლელა მოსეშვილი.