სამართალი
საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. "გირჩის" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში საბოლოოდ მაინც შეიცვლება.
„ის, რომ ჩვენს ოფისში მოვიდნენ და წაიღეს ნერგები, ეს არავის არ შეაშინებს და არავის არ გადააფიქრებინებს, რომ იბრძოლოს ისევ იმ მიზნებისთვის, რა მიზნებისთვისაც აქამდე ვიბრძოდით“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
„ეს არის სამართალდამცავებისგან ადეკვატური და პროპორციული მიდგომა საკითხის მიმართ. როგორც პოლიტიკური აქცია, პოლიტიკურ აქციაში ხელის შეშლა და ჩარევა სამართალდამცავების მხრიდან არ მომხდარა“, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.
ექსპერტ კრიმინალისტებმა პარტიის ოფისში ორი კვირის წინ დაუმორჩილებლობის აქციაზე დათესილი 80 ძირი მარიხუანა დალუქეს.