სამართალი
შსს-მ უკანონო იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო

  საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ზ.ძ. თბილისში დააკავეს.

 სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მაუზერის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 საბრძოლო ვაზნა და მეტადონის შემცველი სითხე ამოიღეს.