სამართალი
საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამი პირი დააკავა.
ბრალდებულები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ კუპიურებს, კერძოდ ახალი მოდიფიკაციის 50-ლარიან და ძველი მოდიფიკაციის 100-ლარიან ბანკნოტებს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 10 წლამდე.