პოლიტიკა
საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. მინდია გოგოჭურს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. იგი საავადმყოფოშია მოთავსებული.
შსს–ს განცხადებით, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - 236-ე მუხლით, რომელიც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 118-ე მუხლით - სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
მარგველაშვილის სიძეზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე და აცხადებს, რომ წინასწარ რაიმე ვერსიაზე ლაპარაკი არ შეიძლება.
„ძალიან ცუდია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანზე ხდება თავდასხმა, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება და ველოდებით გამოძიების დასასრულს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება ეფექტური“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.