აქტუალური
სურსათის მწარმოებელი კომპანიების კონტროლი იწყება

sursatiსურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს რამდენიმე დღეში დაიწყებს, - ამის შესახებ, დღეს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა.

სააგენტო საწყის ეტაპზე ხორცპროდუქტებისა და რძის პროდუქტების მწარმოებლებს შეამოწმებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის დავით კობერიძის განცხადებით, 2011 წლის განმავლობაში 200 მწარმოებელი კომპანია შემოწმდება. 2010 წელს კი სამსახურის მიერ 51 ექსპორტიორი კომპანიის კონტროლი განხორციელდა.

სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ბიზნესმენებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა 14 იანვარს შეკრებაზე გააცნეს.