უცხოეთი
მაკკეინმა და სხვა სენატორებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი შეიტანეს

  საქართველო, 12 იანვარი, საქიფორმი. აშშ-ს სენატში რესპუბლიკელმა ჯონ მაკკეინმა, ლინდსი გრემმა და რობერტ პორტმანმა, აშშ-ს არჩევნებში ჩარევის გამო, სანქციის სახით, რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ კანონპროექტი შეიტანეს.

 კანონპროექტში მოთხოვნილია სანქციები შევიდეს იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც რუს ძალოვანებთან, მათ შორის, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან და რუსეთს გენშტაბის მთავარ სამმართველოსთან რაიმე სახის კავშირი აქვთ. გარდა ამისა, კანონპროექტის ავტორები ბარაკ ობამას განკარგულებას სანქციის შემოღების შესახებ, იმ პირთა მიმართ, რომლებიც “კიბერსივრცეში მავნებლურად აქტიურობს” და რომელებიც აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას, მის შიდა პოლიტიკას და ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან, კანონის სახის მიცემა მოითხოვეს.

 სენატორები, ასევე, მოითხოვენ იმ პირების დაკავებას, რომლებიც აშშ-ს კიბერუსაფრთხოების მოშლაში არიან მონაწლეები და მათ მიმართ ამერიკული ვიზების გაცემის აკრძალვას ითხოვენ, ასევე, მოითხოვენ იმ პირების მიმართ დაწესდეს შეზღუდვა, რომლებიც ჰაკერებს ფინანსურად და მატერიალურად ეხმარებიან.

 კანონპროექტის მიხედვით, სანქციები ასევე, დაედება რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს, უკრაინისა და სირიის სიტუაციების გამო და სხვა.

 შეგახსენებთ, რომ ოფიცილაური ვაშინგტონი რუსეთს აშშ-ში ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩარევაში სდებს ბრალს.