პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა „გაზპრომ-ექსპორტთან“ მოლაპარაკების საკითხს განიხილავს

  საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა „გაზპრომ-ექსპორტთან“ მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ წინადადებებს განიხილავს.

  როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მთავრობის მიერ ამ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე განმარტებას სხდომის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გააკეთებს.

  კალაძე უკვე დაბრუნდა მინსკიდან, სადაც „გაზპრომ-ექსპორტთან“ მოლაპარაკება გაიმართა.