სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

   საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ისრაელის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ც. თბილისში დააკავეს.

 სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 104 აბი ამოიღეს.