საზოგადოება
გამოცემა 86: საბანკო სექტორი - I - III კვარტალი, 2016

  საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. 2016 წლის იანვარი-ნოემბრის მდგომარეობით, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით:

  •  კომერციული ბანკების წმინდა მოგება გაზრდილია 25.1%-ით (114 მლნ. ლარი) და 567 მლნ. ლარს შეადგენს;
  •  გაზრდილია როგორც დეპოზიტების (9.4%), ასევე ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა (7.9%) (კორექტირებული გაცვლითი კურსის გათვალისწინებით);
  •  გაზრდილია მშენებლობის (2.8 პროცენტული პუნქტით), ფინანსური შუამავლობისა (2.5 პროცენტული პუნქტით) და სასტუმროებისა და რესტორნების (3.0%) წილი მთლიან სესხებში;
  •  უმოქმედო სესხების მოცულობა გაზრდილია 9.5%-ით, თუმცა აღნიშნული ზრდა მეტწილად ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით არის გამოწვეული.