უცხოეთი
ცსს–მ ტრამპი სპეცსამსახურების როლის გაუცნობიერებასა და საფრთხის წინაშე აშშ–ის დაყენებაში დაადანაშაულა

  საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ს ცენტრალური სადაზვევრო სამმართველოს ხელმძღვანელი ჯონ ბრენანი აშშ-ს ახლადაარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაზვერვის სამსახურის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. მის კომენტარს CNN ციტირებს.

 ბრენანის განმარტებით, დონალდ ტრამპმა დაზვერვის სამსახურის ღირებულება და მნიშვნელობა სწორად უნდა შეაფასოს.

 "ახალმა ადმინისტრაციამ, ნებისმიერმა პრეზიდენტმა უნდა აღიაროს, რომ დღეს მსოფლიო რთულ და სახიფათო სიტუაციაში იმყოფება. დაზვერვის სპეციალისტებს შეუძლიათ ქვეყნის უსაფრთხოება და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები დაიცვან", - განაცხადა ბრენანმა.

 "ნებისმიერი პრეზიდენტი ან ადმინისტრაცია, რომელიც არ აღიარებს, რომ ეს ასე ხდება, ის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას დიდი რისკის ქვეშ აყენებს", - დასძინა მან.

 მანამდე, ბარაკ ობამამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. მან ქვეყნიდან 35 დიპლომატი გააძევა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.

 ამ მკაცრი გადაწყვეტილების მიზეზად აშშ რუსეთის მხრიდან, წინასაარჩევნო პერიოდში, (საპრეზიდენტო არჩევნები) აგრესიულ კიბერშეტევები სახელდება. როგორც ბარაკ ობამას განცხადებაშია ნათქვამი, ამის დამადასტურებელი სქემებიც არსებობს და აშშ ამ ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებს.

 ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთს ამერიკაში, წინასაარჩევნო პერიოდში, კიბერშეტევებში ადანაშაულებს.

 „ამერიკელები შეშფოთებულები უნდა იყვნენ რუსეთის ქმედებებით, რადგან ამ ყველაფერს გარკვეული შედეგები მოჰყვება",-ნათქვამია ობამას განცხადებაში.