უცხოეთი
კრემლი აცხადებს, რომ კიბერთავდასხმაში ბრალდებებმა დაღალა

    საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. ამერიკის სპეცსამსახურების ანგარიში, რომელშიც რუსეთს ჰაკერულ შეტევაში სდებენ ბრალს, „კუდიანებზე ნადირობას“ გვაგონებს, რამაც უკვე დაგვღალა", - ეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებაა.

   მისი თქმით, ანგარიში შეიცავს არაფრით გამყარებულ სამოყვარულო დონის ბრალდებებს. „ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ამერიკელი კოლეგები თავიანთი ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე „კუდიანებზე ნადირობის“ ეტაპებს გადიოდნენ. ჩვენ გვახსოვს ისტორიის ეს ეტაპები. ისიც ვიცით, რომ ეს ეტაპები იცვლება უფრო საღი მიდგომებით, რომელიც დიალოგზეა ორიენტირებული და არა ემოციურ შეტევაზე“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.