საზოგადოება
საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. გლდანის მე-5 მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩის 77 ნომერში საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს. მომხდარს საქართველოს ბანკში ადასტურებენ. თუმცა, წაღებული თანხის ოდენობა ჯერჯერობოთ უცნობია.
ბანკის დაყაჩაღებას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველი შეიარაღებული იყო. დაკავებული ამ ეტაპისთვის არავინ არის.