სამართალი
საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. “ცენტრ პოინტის” საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო.
რჩეულიშვილის ადვოკატის შუამდგომლობა პროცესის ერთი თვით გადადებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, თუმცა, როგორც ადვოკატმა განმარტა, პროცესი მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით ორი დღით გადადო იმ მიზნით, რომ გაირკვეს, სად გადაიყვანენ მაია რჩეულიშვილს.
საქმის პროკურორის განმარტებით, მაია რჩეულიშვილმა უარი განაცხადა მკურნალობაზე, შესაბამისად, დავით გუმბერიძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება რჩეულიშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
პროკურორი აცხადებს, რომ პროცესის გაჭიანურების მიზნით ბრალდებული მაია რჩეულიშვილი სასამართლოში გამოცხადებას თავს არიდებს.