სამართალი
შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

  საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა .. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

 სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „აკს“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი, ნაგანის ტიპის რევოლვერი და 19 ვაზნა ამოიღეს.

 დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.