უცხოეთი
საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსეთში აშშ–ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ოლსონმა განაცხადა. მისი თქმით, ბრძანება, 7 დეკემბრამდე დაწერონ განცხადებები გადადგომის შესახებ, მიმართული იყო მხოლოდ „ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკურ ხელდასხმულებზე“.
„დიპლომატიური სამსახურის კარიერულ თანამშრომლებს მსგავსი განკარგულება არ მიუღიათ“, – აღნიშნა ოლსონმა.
ჯონ ტეფტი აშშ–ის საელჩოს რუსეთში სათავეში ჩაუდგა 2014 წლის აპრილში. მანამდე ის ელჩად მსახურობდა ლიტვაში, საქართველოსა და უკრაინაში.