საზოგადოება
ძალიან ბევრი უცნაური დამთხვევაა - ნიკა მელია

  საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. გიგი უგულავა არ არის შემრიგებელი ადამიანი, ის არის მხარე, გიგა ბოკერიას გუნდის წევრი  - ეს განცხადება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააკეთა.

 მელიამ ფრაქციის ჩაშლილ სხდომაზე და “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

 „ძალიან სამწუხაროდ, უცნაურად დაემთხვა ჩემი სასამართლო პროცესი, გუშინ ჩანიშნული ივანიშვილისქართუ ბანკის” საქმეზე, სადაც დღეს უნდა გამართულიყო სასამართლო პროცესი და დილის 4 საათზე გადაიდო ფრაქციის სხდომა და გზაში როდესაც მოვდიოდი, სასამართლოდან განხორციელდა ზარი, რომელიც იუწყება, რომ სასამართლო პროცესიც, რომლის მოსარჩელე არის ბიძინა ივანიშვილი, ისიც გადაიდო“, - განაცხადა ნიკა მელიამ, მიანიშნა რა „ნაცმოძრაობის“ პრომიშისტური ფრთის საიდუმლო კავშირზე მოქმედ ხელისუფლებასთან.

 შეგახსენებთ, რომ გუშინ ენმ-ის ფრაქციის სხდომა გადაიდო, რასაც ნიკა მელიას, კაკო ბობოხიძესა და სერგო რატიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.