პოლიტიკა
ხდება ბიძინა ივანიშვილის ოცნება და პარტია მიდის დაშლისკენ - აკაკი ბობოხიძე

  საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. რომ ვიყო ისეთივე ბინძური, როგორიც არის მეორე მხარე, შემეძლო მეთქვა, რომ ივანიშვილმა ნიკანორის სასამართლოზე დაბარება სპეციალურად დაამთხვია ჩვენი ფრაქციის სხდომას, იმისთვის, რომ ჩვენ გადაგვედო და არ დაგვეყენებინა ნიკანორ მელიას გადაყენების საკითხი - ეს განცხადება ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.

 „როგორც კი ნიკანორ მელიას გადაყენების საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, მისი სასამართლოზე დაბარებაც გადაიდო. ნიკანორის ლოგიკით გამოდის, რომ ბიძინა და ნიკანორი ერთად მოქმედებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას არ ვამბობ, რადგან დღეს ჩვენი უტვინობით, შეუთანხმებლობით და ამ შეუთანხმებლობაში, სამწუხაროდ, ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს, ხდება ბიძინა ივანიშვილის ოცნება და პარტია მიდის დაშლისკენ“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.