პოლიტიკა
სერგო რატიანი: მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაიშალოს "ნაციონალური მოძრაობა”

  საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა განუცხადა.

 რატიანმა აღნიშნა, რომ პარტიის დაშლის პროცესი ყრილობის ე.წ. საორგანიზაციო ექვსეულის შექმნით დაიწყო, რომელსაც პარტიის ერთი ფრთა ემორჩილება.

 ამასთან, მისივე თქმით, გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა.

 "შედგა საუბარი, რომ გაგრძელდეს კონსულტაციები. სწორედ ამიტომ გიგი უგულავამ  ითხოვა ფრაქციის სხდომის გადადება. ფრაქციის სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება”, - აღნიშნა სერგო რატიანმა.