უცხოეთი
ქერიმ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის წვლილი აღიარა

  საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ, რომელიც რამდენიმე დღეში თანამდებობას ტოვებს, MNBCN-სთან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთმა, ირანთან ერთად, გარდატეხა მოახდინა სირიის საბრძოლო მოქმედებებში და არ მისცა ექსტრემისტებს დამასკოს აღების და რეჟიმის დამხობის შესაძლებლობა, თუმცა, იმავდროულად დასძინა, რომ სირიის აღდგენა ხანგრძლივი პროცესია და პუტინს აუცილებლად დასჭირდება ამაში საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება.