საზოგადოება
საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ სხდომა გაიმართა.
კომისიამ 2017 წლის საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების საკითხზე იმსჯელა. ამ ეტაპზე, კომისიის გადაწყვეტილებით, სამინისტრო სახლებს სტიქიით დაზარალებულ 44 ოჯახს შეუსყიდის.
აღნიშნულ ოჯახებს საშუალება მიეცემათ, უსაფრთხო ადგილზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, 25 000 ლარის ფარგლებში, თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიონ.