სამართალი
შოკოლადის ქურდობისთვის გერმანიაში ქართველები დააკავეს

  საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. გერმანული გამოცემა sz-online -ის ინფორმაციით, გერმანიაში ორი ქართველი მარკეტიდან ტკბილეულის მოპარვის გამო დააკავეს.

 შემთხვევა საქსონიაში მდებარე ქალაქ კიონგსბრუკში მოხდა. ქართველებმა მაღაზიიდან 37 ფილა შოკოლადი მოიპარეს და მანქანით გაიქცნენ.

 გერმანელმა პოლიციელებმა ბრალდებულებს - 35 და 29 წლის მამაკაცებს ავტომობილის მიხედვით მიაგნეს, რომელშიც სხვადასხვა მაღაზიიდან მოპარული 200 ევროს ღირებულების საკონდიტრო ნაწარმი აღმოაჩინეს. ბრალდებულები დროებითი დაკავების საკანში არიან გადაყვანილი.