სამართალი
შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

  საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა კ.. - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო თურქეთის მოქალაქე ჰ.ქ. - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

 სამართალდამცველებმა, ჰ.ქ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 235 აბი „სუბოქსონი“ ამოიღეს. კ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 5 აბი „სუბოქსონი“.