პოლიტიკა
საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია.
კონკურსის მეორე ტურში ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა - ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ნათია კუპრაშვილი და თინათინ ბერძენიშვილი.
პირველი კენჭისყრის დროს ვასილ მაღლაფერიძემ ოთხი ხმა მიიღო, თინათინ ბერძენიშვილმა - ორი, რის გამოც განმეორებითი კენჭისყრა გახდა საჭირო.
განმეორებითი ფარული კენჭისყრის შედეგად ვასილ მაღლაფერიძემ 6 ხმა მიიღო, თინათინ ბერძენიშვილმა - ორი ხმა. კანდიდატის გამარჯვებისთვის ხუთი ხმა იყო საჭირო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს 6 წლით ვადით ირჩევენ.