საზოგადოება
საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, ხვალიდან 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7303 ლარი იქნება, თუმცა ბევრად უფრო მაღალია დოლარის კურსი კომერციულ ბანკებში.
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ბანკ “რესპუბლიკაში” 2.78 ლარია. 2,77 ლარი ღირს 1 აშშ დოლარი “პროკრედიტ ბანკში”. 1 დოლარის ყიდვა 2,78 ლარად არის შესაძლებელი “საქართველოს ბანკსა” და “თი ბი სი ბანკში”. 1 აშშ დოლარი 2.78.5 ლარი ღირს “ვი თი ბი ბანკში”.