სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

  საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი .. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

 სამართალდამცველებმა გ.მ-ს პირადი ჩხრეკისას კალაშნიკოვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.