საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2016 წლის დეკემბრის თვე 486 141 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 4,3 %-ით მეტია.
2016 წელს ქვეყანაში უკვე 6 350 825 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 714 773-ით განისაზღვრა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 19%-ით მეტია.
შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის დეკემბერში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 177 982 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,8%);
ბ) ტრანზიტი - 75 022 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 15,4%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -15,8%);
გ) სხვა - 233 137 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 48%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 5,1%).
2016 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+9%), აზერბაიჯანიდან (+4%), თურქეთიდან (-17%), რუსეთიდან (-2%), უკრაინიდან (+14%) და ირანიდან (+375%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან.